ხარკოვი კი არა, **ე ჭამეთ!!! – უკრაინელი ანნა გინი ქალაქის ჯოჯოხეთურ ღამეს აღწერს

🔽ჩვენ ძაღლების გამოფენაზე წავედით. კი, ის პირდაპირ იქ, ხარკოვში ტარდებოდა – ფრონტისპირა ქალაქში, სადაც დღეს ყველა ლოცულობდა, რომ დილამდე მიეტანა სული. გამონაკლისი არც მე ვიყავი.
🔽უნდა გამოვტყდე: ვესტიბიულში მჯდარი, სამყაროს შემოქმედს ვთხოვდი, რომ ყველაფერი სწრაფად, ტანჯვის გარეშე მომხდარიყო. და სასურველი იქნებოდა, ასე მომხდარიყო ყველასთვის: ძაღლთან, ჩიტებთან და თევზებთან ერთად.
🔽დიახ, იმ დღეს ჩვენს შორის ბევრი გონებაში უკვე გამოეთხოვა სიცოცხლეს. ეს რეალობაა, გადაჭარბების გარეშე. აქ ძაღლების პატრონები ერთმანეთს უტყდებიან, რომ არ სჯეროდათ, თუ გადარჩებოდნენ.
– მე ქალიშვილს მივწერე, რომ ძალიან მიყვარს, – ამბობს წითური ლაბრადორის პატრონი ქალი.
– მე კი შვილიშვილს ჩემი საბანკო ბარათის პაროლი გადავუგზავნე, – იცინის კაცი, რომელიც ბიგლით მოვიდა.
🔽სიცილი დღეს ყველას რაღაცნაირად, ნერვული, წყვეტილი აქვს. ღამე ნამდვილად ჯოჯოხეთური იყო. ჩვენ აქ ყველანი სამი წელია ვუყურებთ ხარკოვზე შეტევას, მაგრამ ბოდიშს მოვიხდი და, ასეთი პი**ეცი არ გვახსენდება.
🔽რამდენიმე საათის განმავლობაში ყველაფერი მოფრინავდა, წუოდა, უსტვენდა და ფეთქდებოდა და ეს ერთდროულად ხდებოდა.
🔽დრონები, რაკეტები, ავიაბომბები თითქოსდა ერთმანეთის დასწრებაზე იყვნენ.
🔽სახლები ირხეოდა, პარკინგზე სიგნალიზაციები ჩაირთო, ბევრგან ხანძრის კერებმა იფეთქა.
🔽გრუხუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც კი “ესმოდათ”, არანორმალური ვიბრაციის გამო. შავი კვამლი ქალაქს ახლაც თავზე ადგას.
🔽ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ ქალაქს ამ საღამოს 60-მდე უმძიმესი დარტყმა მიაყენა. არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათი რიცხვი ყოველ საათს იცვლება.
🔽პირველი აფეთქებიდანვე ჰექტორმა (ანნას ძაღლის სახელია, – ლ.ბ.) ბინაში ტრიალი და წრიალი დაიწყო. ცდილობდა შემძვრალიყო აბაზანის, ხალიჩის, მაგიდის ქვეშ, თავს რგავდა ჩემს ხელებში. სულ დაკაწრული ვარ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს ვგავარ.
🔽ერთ მომენტში ქუჩაში გავედით, რადგან მე-17 სართულზე ყოფნა აუტანელი გახდა – არამარტო ისმის, არამედ ხედავ ყოველ დრონს, ყველა რაკეტას. და თითქოს ეს ყველაფერი პირდაპირ შენი ფანჯრისკენ მოფრინავს.
ნამდვილი ელდაა: გული გერევა, ხელები გიკანკალებს.
🔽ქუჩაში სულაც არაა უკეთესობა: კვამლი, ცეცხლი, ყვირილი, ტირილი… ხალხი მეტროსკენ გარბის. 2022-ის შემდეგ არ მინახავს ასეთი სურათი: ორი ქალი მეტროსკენ გარბოდა და თან პლედში გახვეული ორი პატარა მიჰყავდათ.
🔽უგულოები, ბარბაროსები, არაადამიანები… კიდევ რა უნდა დაარქვა არსებებს, რომლებიც მძინარე ქალაქისკენ სიკვდილს გზავნიან?
გუშინ მთელი უკრაინა, დღეს კი ხარკოვი…
🔽გმირ ქალაქს ცალკე დღე გამოუყვეს – პატივია, თქვენი დედაც!
🔽ვიღაც ამბობს: “ეს შურისძიებაა “აბლაბუდას” გამო. და მანამდე რაღა იყო? სამი წლის განმავლობაში რაზე იყო შურისძიება?
🔽ეს დედამო**ლი, 1200 დღე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
🔽დაბომბვის შეწყვეტის შემდეგაც ვერ დავიძინე, მით უმეტეს, დილის ათზე გამოფენა იყო დაგეგმილი. და ის არ გადადებულა: ეს ხომ ხარკოვია – ჩავიცვი შესაბამისი მაისური და წავედით. ქალაქი იწვის. ჰექტორმა მეორე ადგილი მოიპოვა.
✔️ ჩვენ ვიცოცხლებთ.
და ვიმუშავებთ.
დავეხმარებით სამხედროებს.
ვიცინებთ კიდევაც:
🇺🇦 ხარკოვი კი არა, **ე ჭამეთ!!!

ორიგინალი ტექსტი

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა მეზენიტეებმა რუსული Су-35 ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიათუ წელსაც ვერ დავამარცხეთ უკრაინა, შავბნელი პერსპექტივა გველის – გირკინი