რუსეთის საოკუპაციო ძალები 6 ივლისის დილიდანვე ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ ხარკივის ოლქში მდებარე გაზის მოპოვების ინფრასტრუქტურაზე. კომპანია „ნაფტოგაზის“ განცხადებით, თავდასხმა დედაქალაქზე ღამით განხორციელებული კომბინირებული დარტყმების გაგრძელებაა.
ერთ-ერთ ობიექტზე მიტანილი იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა და საწარმოს ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფრო დიდი ნგრევის გამოსაწვევად რუსულმა მხარემ ტერიტორიაზე განმეორებითი დარტყმაც განახორციელა. უსაფრთხოების მიზნით, თავდასხმის სამიზნე გამხდარი ობიექტის მუშაობა სრულად შეჩერებულია.
გაზის მომპოვებელ აქტივებზე თავდასხმები ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა — 4 და 5 ივლისს რუსულმა ძალებმა იერიშები პოლტავის, ხარკივისა და სუმის ოლქებში მდებარე ობიექტებზეც მიიტანეს.


















