16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ხარხელაური: ერთხელ პატრიარქი უძლურად მეჩვენა, ცრემლები ჩამომცვივდა, დამადო ხელი და მითხრა, ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდები

პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “რუსთავი 2-თან” ისაუბრა და მასთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.

“ერთხელ შევედი საპატრიარქოში და პატრიარქი ცოტა უძლურად მეჩვენა. ცრემლები ჩამომცვივდა, სენსიტიური ბუნების არ ვარ, მაგრამ მაინც ჩამომცვივდა ცრემლები. პატრიარქმა დამადო ხელი და მითხრა, ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდები. გული მწყდება, რომ პატრიარქმა ეს ვერ შეგვისრულა, დიდხანს უნდა ეცოცხლა, ეს გვჭირდებოდა. მაგრამ ახლა უფრო მყარად აგრძელებს პატრიარქი ჩვენზე ლოცვას, იქ ილოცებს, აქ ჩვენ გაგვამხნევებს და საქართველოს ეშველება,” – აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილი: ივანიშვილსაც მოაკითხავს სიკვდილის ანგელოზი და ამხელა ცოდვები, რაც ამ კაცის ზურგზე დევს, როგორ უნდა გაუძლოს სიმძიმეს?
შემდეგი სტატიაგურამ როგავა: თავს იმიტომ კი არ დამესხნენ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ ხელში მიკროფონი მეჭირა