“ხარებასთან” დაპირისპირებული გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას შინჯიკაშვილი თავადვე ავრცელებს:

“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.
როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში.” წერს შინჯიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს