„ხარება ვისაც არ ევასება, იმის…” -შეიარაღებული სპეცრაზმელის თავდასხმის კადრები გელა მთივლიშვილზე

„ხარება ვისაც არ ევასება, იმის დედას შე*ეცი“! – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი წეროვანთან, ავტობანზე თავს დაესხა საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

“მთის ამბები” თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ლევან ჯანგველაძის მკვლელს ქვეყანა არ დაუტოვებია,ყოფილი პოლიციელია,2021 წელს წავიდა სისტემიდან,ბოლოს გ.ჯ -ს დაცვაში მუშაობდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი