ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციასარ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით – ასე გამოეხმაურნენ ძმები ყარამანაშვილები, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით დანიშნული დროებითი მმართველების შეთავაზებას, წარედგინათ პირი, რომელსაც ისინი რუსთავი 2-ის დირექტორად დანიშნავდნენ.

“გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. “დროებითი მმართველები” მიანიჭებდნენ “სრულ უფლებამოსილებას” ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.

ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია “იმედში” სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.

Natia Digmelashvili 3 სთ · ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე: 1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს). 2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული "დროებითი მმართველები" რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ, ლოგიკურია, რომ ვერც და არც გაიბრძოლებენ. 4. დაავალა "დროებით მმართველებს" მიუკერძოებლად გაუძღვნენ საწარმოს, მაშინ როდესაც ერთი "მმართველი" თავად არის მომჩივანი, მეორე - იმედის ყოფილი ხელმძღვანელი :)) გამოდის, რომ ზედა ინსტანციებში საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს უნდა ედავონ. შედეგები: 1. დღეიდან ვემშვიდობებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. 2. ვემშვიდობებით დემოკრატიას. 3. ვემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. 4. ვემშვიდებობით საერთაშორისო მხარდაჭერას. მალე ალბათ რუკიდანაც გავქრებით. ოთხწლედის მიზანიც შესრულებულია.

სურვილის შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, რუსთავი 2-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით”, – ნათქვამია გია და ლევან ყარამანაშვილების განცხადებაში.

ურთმელიძის გადაწყვეტილებით დროებითმა მმართველებმა, განცხადება გუშინ გაავრცელეს. მათი თქმით ამ ეტაპზე ისინი მზად არიან გაიზიარონ მოქმედი პარტნიორების, (ყარამანიშვილების) სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მიანიჭონ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

banner
წინა სტატიაშიგაზეთი რეზონანსი რუსთავი2-ს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიარუსებმა ააფეთქეს თავისი მოქალაქეები–ბრიტანეთის დაზვერვა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს