ყარაჯალარის ჩაკეტვა კრიმინალური სიტუაციისა და გახმაურებული საქმეების გადაფარვის მცდელობაა – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვა კრიმინალური სიტუაციის და გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობაა. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ყარაჯალარის დაკეტვა არის გაქცეული კრიმინალური სიტუაციის და გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობა. სხვა არაფერი და ყარაჯალარს იმიტომ მიადგნენ რომ ყველა მთავრობის წარმოდგენით “აზერბაიჯანლები მორჩილი ხალხია და არ იხმაურებენ ბევრს”, ზუსტად ისე როგორც ადრე მიადგნენ მარნეულს და ბოლნისს, – წერს ზურა ჯაფარიძე.

ჯაფარიძე წერს, რომ გარკვევა სცადა, რამდენი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირებულია თბილისში, თუმცა მთავრობის ცხელ ხაზზე უპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართავს და 10 დღეში საჯაროდ იტყვის, რას უპასუხებენ ინფიცირებულებთან დაკავშირებით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, რომელიც დღეს, 24 ივლისს საკარანტინე ზონად გამოცხადა კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევაა.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსის ინფიცირებულია – 1104 ადამიანი;
გამოჯანმრთელებულია – 912;
მათ შორის გარდაცვლილი – 16;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 936:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიანი გაბეჩავა: რაც თქვენ მედიით ახლა გაიგეთ, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია
შემდეგი სტატია“საქართველოს მხარს უჭერენ, როგორც ქვეყანას, მაგრამ იქვე საუბარია იმ შესწორებებზე, რომელიც დაისვა ქვედა პალატაში”