ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს.
,,ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი ,,არმატურებით“ არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ილია ლეჟავამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია „23-ე ბიურო“ რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“მომავალი წლიდან მოსწავლეთა ჩანთები შემსუბუქდება” – ალექსანდრე ჯეჯელავა ცვლილებებს გეგმავს
შემდეგი სტატიალევან მამალაძე: მოლაშვილის სიკვდილი ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობდა