ხარაგაულში 28 წლის კაცს ეძებენ

ხარაგაულში 28 წლის კაცს ეძებენ. ამირან ბარბაქაძე სოფელ ბორითში ექვსი დღის წინ გაუჩინარდა.
ახლობლების თქმით, მამაკაცი ნასვამი იყო და სავარაუდოდ, მდინარე დუმალაში გადავარდა, რადგან ქურთუკი რომელიც დაკარგულს ეცვა მდინარის ნაპირზე იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 9 იანვრის ღამეს მდინარე ადიდებული იყო. მდინარეში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში14 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიახაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს