ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით დღეს საკრებულოს სხდომაზე ,,რესპუბლიკელ” თავმჯდომარეს ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.

სხდომაზე საკრებულოს 35 წევრიდან 31 ესწრებოდა. აქედან კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ორი ბიულეტენი გაბათილდა. საბოლოოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 22 წევრმა დაუჭირა მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს სხდომა ხარაგაულში 1 აგვისტოსაც გაიმართა, თუმცა მაშინ კენჭისყრაში საკრებულოს 31-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 17 თავმჯდომარის გადაყენების მომხრე იყო, 10 მოწინააღმდეგე, 4 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა იყო, რაც თავმჯდომარის გადაყენების ინიციატორებმა ვერ მოაგროვეს.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარებს უხელმძღვანელებს?
შემდეგი სტატიაჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს – კვირიკაშვილი აშშ-ის არჩევნებზე