ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

“სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ “დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა”,-ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – ველით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად