ყარაბაღში, სომხურმა მოსახლეობამ საკუთარი სოფელი შეცდომით გადაწვა

სოფელ ჩარაკტარის მოსახლეობას ეგონა, რომ მათი სოფელი, შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანისთვის გადასცემი სოფლების რიცხვში იყო და ამიტომ მათ, სოფლის დატოვებამდე, ყველა სახლი გადაწვეს.
როგორც აღმოჩნდა, შეთანხმების შედეგად კელბაჯარის რაიონის სოფლები, აზერბაიჯანს გადაეცემა, თუმცა შეთანხმებაში წერია, რომ მხოლოდ ის სოფლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ რაიონის ადმინისტრაციულ ერთეულებად ითვლებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, სოფელი ჩარაკტარი, საბჭოთა პერიოდის დროს, აგდერინის რაიონს ეკუთვნოდა, რომელიც შეთანხმების შედეგად სომხეთის იურისდიქციაში რჩება და შესაბამისად, ამ სოფელსაც არაფერი ემუქრებოდა.

კახაბერ ადამია.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია МИД-ის განცხადებაზე: ფაქტობრივად გავრილოვი დაგვიბრუნეს უკან, ისევ ოცნების ხელით
შემდეგი სტატიაუწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად,შეზღუდვები პენიტენციურ სისტემაშიც ამოქმედდა