ყარაბაღში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები დააკავეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები და ასევე პარლამენტის ყოფილი „თავმჯდომარე“ დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაკავებული ლიდერები ბაქოში გადაჰყავთ.

მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ყოფილი საგარეო საქმეთა „მინისტრის“, ყარაბაღის „პრეზიდენტის“ ყოფილი თანაშემწის დავით ბაბაიანისა და ასევე ყარაბაღში სომხური ძალების მეთაურის ყოფილი მოადგილის დავით მანუკიანის დაკავების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი: მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი იმაში, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი