ყარაბაღის შუშაში ბაქომ და ანკარამ თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს, 15 ივნისს ყარაბაღის ქალაქ შუშაში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
“დეკლარაციაში მნიშვნელოვანი საკითხებია აღნიშნული, ისეთი, როგორიც არის საერთაშირისო დონეზე თანამშრომლობა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურა, სპორტი, განათლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, გაზის სამხრეთი კორიდორის მნიშვნელობა. ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამათზე შევჩერდები – ეს არის აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროს მრეწველობასა და ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარებაში” – ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ილჰალმ ალიევმა აღნიშნა.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ანკარა ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ყარანახი და აზერბაიჯანი მეტჯერ არ შეეჯახონ მსგავს ტრაგედიას”. ერდოღანმა ტრაგედიის ქვეშ სომხეთის მხრიდან რაიონების კონტროლი იგულისხმა. მან, ასევე, იმის იმედი გამოთქვა, რომ ყარაბახი საკუთარ დიდებას მალე დაიბრუნებს.

ქალაქი შუშა 1992 წლიდან მთიანი ყარაბახის შემადგენლობაში შედიოდა. 2020 წელს 44 დღიანი ომის დროს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბახის ნაწილი დაიბრუნა, რომელსაც მანამდე სომხეთის ჯარები აკონტროლებდნენ. შუშასთვის ხანგრძლივი შეტაკებები მიდიოდა.

banner
წინა სტატიაში„ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანობა მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად
შემდეგი სტატიაIBM-მა გერმანიაში ევროპაში ყველაზე ძლიერი კვანტური კომპიუტერი ჩაუშვა