ყარაბაღიდან სომხეთში 65 000-ზე მეტი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე ჩავიდა

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი სოციალურ ქსელში წერს.

ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

ამასთან, სომხური მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მთავრობამ ყარაბაღიდან ჩასული მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო, 65 ათასი მოქალაქიდან მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით და გორისში ჩასული ბევრი ადამიანი, სადაც მიმღების პუნქტი მდებარეობს, იძულებულია ღამე ავტომობილებში გაათენოს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე ზურაბიშვილზე – ქვეყნის გარეთ რომ გავიდა, შედეგი რა იყო? გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ ჩვენ უნდა მივუერთდეთ სანქციებს – ეს არის შედეგი
შემდეგი სტატიაშეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს – პაპუაშვილი