ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა

ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა, – ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

„26 სექტემბერს 8:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

მათი განმარტებით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 276 670 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ვინმეს საბაბის მოძებნა თუ უნდა, ამას ყოველთვის იპოვნიან