29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სითბო — როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 2-4 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში, შედარებითი სითბოს ფონზე, ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

აი, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2-დან 4 ივნისის ჩათვლით:

თბილისი: საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, გორი და სხვა): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა: +21, +26 გრადუსი.

კახეთი (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი და სხვა): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა: +20, +25 გრადუსი.

სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ანაკლია): 2 ივნისს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, თუმცა მომდევნო დღეებში გამოიდარებს და დათბება. ტემპერატურა: +20, +25 გრადუსი.

დაბლობი რაიონები (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ზესტაფონი): 2 ივნისს წვიმისა და ელჭექის შემდეგ გამოიდარებს და საგრძნობლად დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთის მთიანეთი და მაღალმთიანეთი (ამბროლაური, ონი, მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მთიან რაიონებში ტემპერატურა +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთაში (მესტია, ბახმარო) — +14, +19 გრადუსი.

აღმოსავლეთის მთიანეთი და მაღალმთიანეთი (ახალციხე, ბორჯომი, ბაკურიანი, გუდაური): მთიან ზონაში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი (+18, +23 გრადუსი), ხოლო მაღალმთაში — ხანმოკლე წვიმა (+12, +17 გრადუსი).

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ერთობას გარკვეული ინსტრუქცია განაპირობებს – ოპოზიციაში არ იქნება ერთობა, არ იქნება დაფინანსება
შემდეგი სტატიამდინარაძე: ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ ვერც ერთმა უცხო ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს