“ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზე – აქვს ყველა სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვისაა დამახასიათებელი” -ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე 34 დღეა შიმშლობს და მას ყველა სიმპტომი აღენიშნება, რაც ამ პერიოდის შიმშილობის პროცესისთვისაა დამახასიათებელი.

“შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიოჯახი გლდანის ციხის ბადრაგებს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაზელენსკი: დღევანდელი ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი არ არიან მზად ნატოზე სასაუბროდ, მიაჩნიათ რომ უკრაინა ნატოში ვერ იქნება