ხანგოშვილის ახლობლები გუშინ მომხდარ თავდასხმას რუსულ კვალს უკავშირებენ

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ზელიმხან ხანგოშვილზე მომხდარი თავდასხმის ადგილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების მასალას სამართალდამცველები სწავლობენ. ისინი თავდამსხველის იდენტიფიცირებას ცდილობენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული საქმე გვქონდეს სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან, თუმცა ვახტანგ გომელაური ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებს და მოუწოდებს ყველას გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

თავად დაჭრილი ხანგოშვილი სტაბილურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. მის დაცვას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ სამართალდამცავები. თუმცა ჯერ მისი დაკითხვა ვერ ხერხდება.

საავადმყოფოში დღეს მივიდნენ დაჭრილის ახლობლები, რომლებიც პანკისის ხეობიდან ჩამოვიდნენ. ისინი მომხდარ ფაქტს ლაფანყურს არ უკავშირებენ. ხანგოშვილის ახლობლები საქმეში რუსულ კვალს ხედავენ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროს შენობა 6 მილიონ აშშ დოლარად იყიდება
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემაა