ხანძრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხლად დაიწვა-  ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

უბედური შემთხვევა საბერიოში. გამთენიისას  ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ხანძრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხლად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხა,რამაც ძლიერი აალება გამოიწვია. ბავშვები, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე,  წყოუშის ბაღში დადიოდნენ.

მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. “თაიმერის” წყაროს  ინფორმაციით,  “მშობლებმა ენგურის ხიდი დილაუთენია გადაკვეთეს, რადგან მათ ზუგდიდში პირადი საქმე ჰქონდათ”.  ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.  “თაიმერი” მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასამი ოპოზიციური გაერთიანება პია კაუმას წერილით მიმართავს – ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ