არქივის შენობის ეზოში ხანძრის შედეგად დაიწვა კინოფირების საცავი

ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაიწვა კინოფირების საცავი, სადაც ნიტროფირები ინახებოდა, თუმცა ყველა გაციფრულებულია და კინომასალა არ დაიკარგება.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით, რომელიც ნიტროფირები თვითაალებადია და ამიტომ ინახებოდა ცალკე საცავში.

„ხანძარი გაუჩნდა არქივის შენობის ეზოში განთავსებულ კინოფირების საცავს, სადაც ნიტროფირები ინახებოდა. ნიტროფირი კინოფირია, რომელზეც კინოფილმების გადაღება ხდებოდა. ყველა ეს მასალა გაციფრებულია და ასლები არქივში ინახება, საუბარია დედნების განადგურებაზე. თვითაალებადია და ამით არის განპირობებული ცალკე შენობაში რომ ინახებოდა”, – აცხადებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი.

ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯგალში სალიების საცხოვრებელი სახლი იწვის
შემდეგი სტატიარა საფრთხის წინაშე დგას წალენჯიხა?! – მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს