ხანძრის შედეგად ბორჯომში წინასწარი შეფასებით, დამწვარია 230 ჰექტრამდე ფართობი

ბორჯომში ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის ფართობი წინასწარი შეფასებით, 230 ჰექტრამდეა. ხანძრისგან მიყენებული ზიანის დასაზუსტებლად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ხეობაში პირველი საველე გასვლა განახორციელა.

კომისიამ უნდა შეისწავლოს ნიადაგის მდგომარეობა, ტერიტორიის გეოლოგია და განსაზღვროს რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს იქ.

სულ ბორჯომში ნახანძრალი ფართობი 750 ჰექტარს აღემატება, საიდანაც 520 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთის დივერსიული დაბომბვების შედეგად განადგურდა.

„ჩვენ ველოდებით, რომ თვის ბოლოს გვექნება უკვე დასკვნები და რეკომენდაციები ადგილზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და შემდეგ უკვე ქმედით ღონისძიებებზე გადავალთ ამ ტერიტორიებზე ტყის აღდგენისთვის,“ – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძის პრეტენზიებს ცესკოში უპასუხეს
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად დაშავებული ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებს რამდენიმე თვეში შეძლებს