მოსკოვში, ლენინგრადის პროსპექტზე ექვს სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის ფართობი უკვე 8000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი გვერდით მდგომ შენობებსაც მოედო. სახლში სხვენმა ნგრევა დაიწყო. ოპერატიული სამსახურის ინფორმაციით, სახლიდან 400-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.