ხანძრის კერასთან ახლოს ნაპოვნ კასრებში, ადგილობრივების განმარტებით, საფლავის მოსაპირკეთებლად საჭირო მასალა იყო

ბორჯომში, ხანძრის კერასთან ახლოს კასრები იპოვეს.

ადგილობრივების განმარტებით, კასრებში არსებული მასალა ერთ-ერთ ადგილობრივს საფლავის მოსაპირკეთებლად სჭირდებოდა.

ამ დროისთვის, უცნობია, რა მასალაა კასრებში განთავსებული. ექსპერტიზის ჩასატარებლად ადგილზე უკვე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს. ინტენსიურ სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, სატყეოს თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში არ გაიმართება
შემდეგი სტატიაყარაფილას ტყის მხარეს სროლის ხმა ისმის