“ხანძრის კერა მესამე სართულზე და ასევე, სარდაფში იყო” – მამუკა ყირიმელი

ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელმა განუცხადა. მისივე თქმით, მეხანძრეებს ადგილზე მისვლისას ხანძრის ორი კერა დახვდათ.
„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150 მეხანძრე-მაშველიმონაწილეობდა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩა…მეხანძრეების მოსვლისას ღია ცეცხლი იყო. ხანძრის კერა მესამე სართულზე და ასევე, სარდაფში იყო. დეტალებს გამოძიება დაადგენს. რისგან და რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი, ამ ყველაფერზე პასუხს გამოძიება იტყვის” განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დაუცველობისთვის ჯარიმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიამოვაჭრეები ბაზრობის ქვედა ტერიტორიაზე შეუშვეს