ხანძრის ახალი კერები სადახლოს ტერიტორიაზე – ცეცხლის ჩაქრობას 120 მეხანძრე ცდილობს

სადახლოს ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები გუშინ გვიან ღამიდან ცდილობენ. ცეცხლი ბუჩქნარს მოედო. დამწვარია 70 ჰექტარი ფართობი, აქედან 20 საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

სამაშველო ჯგუფები ადგილზე სპეციალური ტექნიკით მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან ცეცხლის ახალი კერები მთა-გორიან ტერიტორიაზე გაჩნდა. მაშველები ადგილზე ფეხით მიდიან და სპეციალური აღჭურვილობის ცდილობენ ცეცხლის ახალი კერების ჩაქრობას.

„ამ დროისთვის გვაქვს დაახლოებით 10-მდე პატარა კერები, სადაც მეხანძრე მაშველები მუშაობენ და სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 120 მეხანძრე მაშველი. 12 ავტოცისტერნა. გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ქარის ამოვარდნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს გარკვეულ კერებზე აალება ცეცხლის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანძარი გავრცელდება და მოედება მთელს ტერიტორიას,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული – შალვა ნათელაშვილი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არის