„ხანძრებს სპეციალურად აჩენენ“ – ანიტა რაჭველიშვილი რაჭის ტყეების ხანძარს ეხმიანება

ონის და ამბროლაურის ტყეში გაჩენილი ხანძრების თემას სოციალურ ქსელში ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ეხმიანება.

„მგონი არა! ხანძრებს სპეციალურად აჩენენ. ისევ ჩვენები, მათი ბატონის და პუტინის მონა ივანიშვილის დავალებით!

დროა ყველა გარეთ გამოვიდეს! უკლებლივ ყველა!“ – წერს რაჭველიშვილი „ფეისბუქზე“.

ორი დღეა, სახანძრო-სამაშველოს 60 კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის ებრძვიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერები ღიაა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს.

banner
წინა სტატიაში“გამორიცხულია ამაზე საუბარი”-მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე
შემდეგი სტატია„ეს ინფორმაცია არის ტყუილი! “-ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი დე-ფაქტო ცხინვალის განცხადებას სიცრუეს უწოდებს