ხანძარს წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი- ჯვარი გადაურჩა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უდიდესი სიწმინდეები გადაურჩა ხანძარს, მათ შორის წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი- ჯვარი.
როგორ აღმოჩნდა ეს სიწმინდე პარიზში?
“ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა. უფრო სარწმუნოა სხვა ვერსია, რომ ჯვარი თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავითის პირველ მეუღლესა და დემეტრეს დედას და მან მიჰყიდა ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი ფრანგ ჯვაროსნებს, ვინაიდან იერუსალიმის ქართულ მონასტრებს შიმშილი ემუქრებოდა.
იმ პერიოდში, სელჩუკებთან ომის მიზეზით, საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს, ქართულ მონასტრებს მატერიალურად ვეღარავინ ეხმარებოდა. დავითის მეუღლემ, ქართველ ბერ-მონაზონთა გადარჩენის მიზნით, დიდძალ თანხად შესთავაზა ჯვარი ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზში მდებარე ბაზილიკაში, რომლის ადგილას მოგვიანებით აშენდა პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი”.
აი, ასეთია ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი…
სურათზე გამოსახულია ე. წ. რელიქვარიუმი, რომლის ზედა ნაწილშიც სწორედ ეს ჯვარია დაბრძანებული.
უფლის შემწეობით, პარიზში ჩვენს შემდგომ მომლოცველობით მოგზაურობაში, ქართულად აღვავლეთ სავედრებელ პარაკლის ამ უდიდეს სიწმინდესთან!

წყარო: Momlocveli Piligrim

banner
წინა სტატიაშისაერთოდ გირგვლიანის ბრალი იყო ყველაფერი…კატასტროფაა ახლა რაზეც მიდის საუბარი!
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე და იუსტიციის საბჭოს წევრები ვენეციის კომისიაზე ნაწყენები არიან – კახიძე