ხანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

ხანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

ბულდოზერებითა და ტრაქტორებით – რომელიც სტიქიის ზონაში სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს – გზის გაჭრა ტყის რამდნიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობდა. სამუშაოები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სპეცტექნიკა განთავსდა დასახლებულ პუნქტთანაც, თუმცა ადგილობრივების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით დამწვარი ტყის ფართობი ჰექტარ ნახევრით გაზარდა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ტყეში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება