ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით დიდუბეში, გევენეტაძის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა.
სახლში ხანძრის დროს 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი მწოლიარე იყო და მან გამოსვლა ვერ შეძლო.
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული კიდევ 2 ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშინიკოლ პაშინიანმა სომხეთის ძალოვან სტრუქტურებში წმენდა დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერების დაკავების დეტალებს ასაჯაროვებს