ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას, ფახულანის, მედანისა და სქურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე მარტვილის სოფელ დობერაზენში.

ცეცხლი შერეულ ტყეებს და ბუჩქებს უკიდია. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში 200-მდე მაშველია ჩართულია. ხანძრის კერები ტექნიკისთვის მიუვალია, რის გამო ცოცხალი ძალა მუშაობს, როგორც სამეგრელოს მაშველთა ჯგუფები, ასევე დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი რეგიონებიდან. ხანძარი დაუსახლებელ ტერიტორიებზეა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშითეოლოგები მიტროპოლიტ იოანეს განკვეთას ითხოვენ
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი