ხანძარი ზუგდიდში: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი კლინიკაშია

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანთან, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძარი ტრაგედიით დასრულდა: ხანდაზმული ქალი კვამლისგან გაიგუდა – მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას “ოდიშინიუსი” ავრცელებს.

მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში – მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საგანგაშო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი-საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების გასამართლება და დაკავება სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიების ნიმუშია
შემდეგი სტატიაცაკნა: პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გათავისუფლდეს