ხანძარი ვეჯინში – წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სახლს მეპატრონემ წაუკიდა

ხანძარი კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავის და გურჯაანის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა სახლისა და მასში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სახლს თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. ის გვიან ღამით პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში გაჩნდება ძლიერი მედიასაშუალება, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც მთავრობა ვერ გააკონტროლებს” – კანდელაკი
შემდეგი სტატია2019 წლის 7 თვეში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში 77 პირი მიეცა