საზოგადოება ხანძარი ვაზისუბანში: საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ლიკვიდირებულია ავტ: თამარ აბაშიძე - 20:24 - 10 ივლისი 2026 თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა გაზქურა, ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.