თბილისთან ახლოს, სოფელ ნასაგურში ხანძარია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის უცნობია.















