ხანძარი სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში რამდენიმე ოფისს გაუჩნდა

სირნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში 18 დეკემბერს ღამით კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ,,თაიმერის,, ინფორმაციით, ხანძარი, რომლის მიზეზებიც ჯერჯერობით დაუდგენელია, იმ შენობას მოედო, რომელშიც სიღნაღის კულტურის სახლი და იუსტიციის სახლია განთავსებული. როგორც ,,თაიმერთან,, საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსმა სოფიო კობაიძემ განაცხადა, ამჟამად ხანძრის, რომელიც 500-600 კვადრატულ მეტრზეა მოდებული, ლოკალიზაციაზე ათი სახანძრო მანქანა მუშაობს. გამოძახებულ იქნა არამარტო დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახური, არამედ ყვარლის, საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები. მეხანძრეები ცდილობენ იუსტიციის სახლის გადარჩენას, რომლის სახურავიც იწვის. ხანძრის ტერიტორიასთან არსებული ,,ლიბერთი ბანკის,, შენობას, მიღებული ინფორმაციით საფრთხე არ ემუქრება.

ხანძირის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ელექტროსადენის დაზიანება გახდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკოლორადოს შტატში 2016 წელს მილიარდი დოლარის მარიხუანა გაიყიდა
შემდეგი სტატიაSOS! ნუკრიანში უძვირფასესი კულტურის სახლი იწვის!!