ხანძარი სენაკში – დამწვარია საცხოვრებელი სახლი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ.ნოსირში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, შემთხვევა რამოდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ექვს სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ამავე სოფლის მერის წარმომადგენელი გოგა ქორიძე აცხადებს, რომ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და ოჯახს შესაბამის დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი