რუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს რუსთავში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მეგობრობის ქუჩის N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გვიან ღამით გაჩნდა.
ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, კლინიკა „რუსთავში“ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შსს-ს ინფორმაციის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას იერუსალიმის თაობაზე
შემდეგი სტატიასემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს