21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ხანძარი რუსეთში: ირკუტსკში ოქროსა და ძვირფასი ლითონების მოპოვების სტრატეგიული სამეცნიერო ცენტრი იწვის

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მასშტაბური ხანძარია — იწვის „ირგირედმეტის“ (Иргиредмет) უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ოქროსა და ძვირფასი მეტალების მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიებზე მუშაობს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი შენობის მარჯვენა მხარესაა მოდებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები.

„მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთ კაბინეტში იყო, თუმცა მალევე გავრცელდა. სამუშაოებში ჩართულია აირ-კვამლდამცავი სამსახურის სპეციალური ბრიგადები“, — დაწერა კობზევმა Telegram-არხზე.

ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ამ წუთებში შენობიდან პერსონალისა და ხალხის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები ყოველდღიურად ებრძვიან არა მხოლოდ მძიმე დიაგნოზს, არამედ ტკივილსა და ცხოვრების რთულ რეალობას
შემდეგი სტატიატრაგედია ჩინეთში: ნახშირის შახტში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა