ხანძარი ქვემო სვანეთში – კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩერთო

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის კერები ისევ რჩება. ძლიერი დაკვამლიანების გამო ტერიოტრიაზე შესვალს ვერ ახერხებენ მეხანძრე-მაშველები.
ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი დღეს კვლავ ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე კერა და ძირითადად დაკვამლიანება შეინიშნება. მათი ინფორმაციით, 150-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც. ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია. დაზუსტებული ინფორმაცია გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უცნობია. არ გამოირიცხება, რომ ცეცხლი მეხის გავარდნის შედეგად გაჩენილიყო.

banner
წინა სტატიაშიუკანასკნელი წლების მანძილზე ხშირია რომ პროკურატურა არის პოლიტიკური დარტყმის ობიექტი -თადუმაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში არის ხალხი, რომლებიც მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ – პრეზიდენტი