ხანძარი ქედაში – დაშავებულია 17 წლის ახალგაზრდა

ქედაში, სოფელ გობრონეთში ნუგზარ ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. დაშავდა 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც სახლში იმყოფებოდა.

17 წლის ბიჭი ჯერ ქედის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი ბათუმში დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სახლის სამი ოთახი. განადგურდა ტექნიკა და ინვენტარი. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს დაითვლიან და ბოლქვაძეების ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს
შემდეგი სტატია,,როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვაობა აქტუალობას კარგავს”- კვირიკაშვილი რურუაზე