ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან

ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოსთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და სასაფლაოს მიუახლოვდა. ადგილზე ამ წუთებში პრემიერმინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.

ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაომდე ნახევარ საათში მიაღწევს.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ხანძრის ყველა რთული კერა ლოკალიზებულია

“გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალური თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების რისკს მინიმუმამდე ავრცელებს.

კვლავ აქტიურია, ის ადგილები, სადაც ცეცხლი ქარის შედეგად ხელახლა გაჩნდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტაბის წევრებმა ვითარება შეაჯამეს და მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა დასახეს“, – აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.

სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან სტიქიის სხვადასხვა ზონებში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოისმინა.

banner
წინა სტატიაშიკიევის აღლუმზე NATO-ს და საქართველოს სამხედროები მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიააფხაზეთში ,,კანონიერ ქურდი,, ნიკა დგებუაძე დაჭრეს