ხანძარი კოსტავას ქუჩაზე და ევაკუაცია – ცენტრალური გამზირი გადაკეტილია

ხანძარი თბილისში, კოსტავას 12 ნომერში – ცეცხლი სასტუმროს შენობაში გაჩნდა, გამოცხადებულია ევაკუაცია. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ წუთებში სრულად გადაკეტილია.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სასტუმროს შენობა მთლიანად დაცლილია. რადგან უბანი მჭიდროდ დასახლებულია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მისი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: ივანიშვილი რუსებს დაპირდა, რომ ნატოში არ შევალთ, მაგრამ ეს ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის
შემდეგი სტატიაჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორედ დავთვალეთ, ყველა ბრალდება, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო აღმოჩნდა ცარიელი სიტყვები – ჟვანია