ხანძარი კასპში – ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს უკიდია

კასპის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სადგურის დასახლებაში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. დამწვარია 70 კვ/მ ფართი. იქიდან გამომდინარე, რომ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი საერთო საცხოვრებელია, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, როგორც საგანგებოში ამბობენ, მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია გორის რამდენიმე სახანძრო ბრიგადაც. ამ წუთებში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

 

http://www.newposts.ge/?l=G&id=197156-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98 

banner
წინა სტატიაში,,სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს”
შემდეგი სტატიაეგვიპტელი სტუდენტები ქრისტიანების დაცინვისთვის დააპატიმრეს