ხანძარი კალიფორნიაში – დაიწვა რანჩო, სადაც “ველური დასავლეთის სამყარო” გადაიღეს (ფოტო)

კალიფორნიაში, სადაც 16 აქტიური ხანძარი მძვინვარებს, კინოკომპანია Paramount Pictures-ის რანჩო დაიწვა. რანჩოზე ძალიან ბევრი ფილმი და სერიალია გადაღებული, მათ შორის, “ველური დასავლეთის სამყარო”. აქვეა გადაიღებული ფილმები “სახლი ტბასთან”, სერიალები “მენტალისტი” და “დოქტორ ქვინი, ქალი-ექიმი”. 1950 წლამდე რანჩოში საავტომობილო რბოლები იმართებოდა, რომელიც 1957 წლის ფილმში The Devil’s Hairpin-ია ნაჩვენები – წერს “ბიბისი”.

კალიფორნიაში ცეცხლის შედეგად მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, 250 ათასზე მეტი ევაკუირებულია. ცეცხლმა თითქმის სრულად გაანადგურა ქალაქი პარადაისი, სადაც 35 ადამიანია დაკარგული.

სულ ცეცხლი 14 ათას ჰექტარზე გავრცელდა. შტატში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიმარსელში სახლები ინგრევა – მთელი საფრანგეთის ტრაგედია
შემდეგი სტატიაგვქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ, პოლიცია ამ პირობებშიც შეასრულებს თავის ფუნქციას, უზრუნველყოს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება