ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში მძვინვარე ტყის ხანძარს, ოფიციალური მონაცემებით, უკვე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად მიიჩნევა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობამ ღამის განმავლობაში იმატა.
ანდალუსიის პრეზიდენტმა ხუანმა მორენომ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან.
მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები სტიქიასთან ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, რაც სამუშაოებს მნიშვნელოვნად ართულებს.


















