ხანძარი დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ოთხსართულიან შენობას გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. გრძელდება შენობის დათვალიერება და სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეხანძრე-მაშველებმა 20-მდე მოქალაქე შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ოთხმა მოქალაქემ მიიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია.

banner
წინა სტატიაში“ქუთაისის უნივერსიტეტი” გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს
შემდეგი სტატიამამუკა ტუსკაძე: პირებს, რომლებიც კახა კალაძის უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან, უფასო იურიდიულ დახმარებას გავუწევთ