ხანძარი დიდუბეში – ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა

დიდუბის ხიდთან საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 50 კვ ფართობზე გავრცელდა.
როგორც საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის მოადგილემ დავით მაისურაძემ განაცხადა, მეხაძრეებმა ცეცხლი ლოკალიზება მალევე შეძლეს.

“შალიკაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამოვიდა ორი ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. იწვოდა საბურავები დაახლოებით 50 კვ,მ. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროებას არ წარმოადგენს” – აღნიშნა მაისურაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
შემდეგი სტატია“საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება” – ზახაროვა