33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ხანძარი ჩეხეთში: ლეგენდარული “ბატას” ქარხნის ტერიტორიაზე 70 000 წყვილი ფეხსაცმელი დაიწვა

ჩეხეთის ქალაქ ზლინში, „ბატას“ ფეხსაცმლის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი მოხდა. ხანძარმა კომპანია Vasky-ის კუთვნილი 70 000 წყვილი ფეხსაცმელი გაანადგურა.

ხანძარი 9 ივლისს, დილის საათებში, 11-სართულიანი საწყობის მეცხრე სართულზე გაჩნდა.

კომპანიის წინასწარი შეფასებით, ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ცეცხლის სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ მან შენობის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, ზლინი ფეხსაცმლის წარმოების ისტორიული ცენტრია. საწარმო 1894 წელს ტომაშ ბატამ დააარსა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაბრიკა ნაციონალიზებულ იქნა და „Svit“-ის სახელით განაგრძო მუშაობა, თუმცა 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ საწარმომ არსებობა შეწყვიტა.

2016 წელს, ვაცლავ სტანეკმა დააფუძნა კომპანია Vasky, რომლის მიზანიც ქალაქში ფეხსაცმლის წარმოების ტრადიციის აღდგენა და გაგრძელება იყო. სწორედ ეს კომპანია იყენებდა საწყობს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშირატომ ირჩევენ მძღოლები saburavebi.ge-ს: შეიძინე საბურავი ონლაინ, მარტივად და უსაფრთხოდ
შემდეგი სტატიასამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა