ხანძარი ბათუმში- ცეცხლი შაფათავას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი. მეპატრონეების განცხადებით, ცეცხლი კერძო სახლის სხვენში გაჩნდა. სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.